დუმილი


სიჩუმე ძვირფასი განძია,
სათქმელიც იქვეა რაც დვია.
ლაქლაქებს ენაი ლაქია,
იაზრე კბილს ენა ადვია...

თუ პირი ბოლომდის ასწიე,
და მასაც ვარამი აწიე...
სხვას ცრემლი უაზროდ აწვიე...
ვინა ხარ?ცოტა ჭკუა მოსწიე...

სათქმელი მართლაც,რომ ბევრია,
 რა აზრი აქვს თუ  ქვევრია...
საუბარს წონა აქვს მსმენია,
მსმენელის გონებაც ბევრია...

ატვირთეთ ის ტვირთი წონითა,
ვინ რამდენს იტვირთავს გონითა,
არ სცადოთ მართლება ტონითა,
დროს მივსცეთ სათქმელი დროითა...

ცოდვა ვიშოროთ მთქმელისა,
ნუ მოვირჯულებთ ჩვენთვისა...
არ ესმით ბრიყვთა მქმნელისა..
და გეშინოდეთ ღმერთისა...

სიჩუმე ძვირფასი განძია...
და ის ყოველთვის გვარგია...
 ქილიკი უაზრო ბარგია...
არასდროს არავის არგია...

17.05.2023

თ.ფუტკარაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი