მზეო
მზეო ზაფხულ-თვისო,მზეო ივლისისო, მზეო,მხურვალეო!ჩვენში ვინ გილხინსო? შენი მე სახება ყველგან წინ მიზისო მზეო!რად ვერ მამჩნევ,შენზე გულმიმდისო. სხივნო ციურნოო!ზეცას მოფენილნო ჩემთვის წვდომილი ხარ,ქვეყნად მოწვეულო, სახეს ვერ მანდობო,ხედვას მოკლებულნო სახეს რად მიმალავ,სხივში ბროწეულო, მზეო,შენთა სხივთა,დღისა მშენებელო, მზეო,სათნოებავ,ბინდის ამგზნებელო, მზეო,ბნელი გზისა,შენვე მნათობელო, მზეო,სიცოცხლისა,ცისკრით ამვსებელო. 7.07.2007
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი