სიტყვის კონა N 1


მე მიჯნურმან გავთამამდი სიტყვა ვქმენი ამადარი,
არც ვცრუობ და არცა ვრისხავ,რასც შეიქმს,გულსა დარი.
სათქმელს ვიტყვი,მე ტრფობაზე,სიყვარული ამად არის.
თვით გრძნობაც კი შეიქმს ბრძოლას გულის სათქმელ შესადარი…

მე ერთმან ვარ,ერთაგანი,ვითარც ცაზე მონადარი,
როგორც ყველა, ერთი სული,ერთ უბეში მონაგარი!
მე ზეცამ მქნა და მიწამაც კუთხე მომცა ბინადარი!
ამა მზისა სხივთა კონა,ვითარც დღისამ მონაბარი…

მე ყვავილსა,მინდვრად ზრდილსა,ხშირად მესხა გზად ავდარი!
ბალახს ვმოსდი ტანსა ჩემსა,თბობა ქონდა ვითა დარი!
სხვა ხმა ქონდა ველზე ქარსა,სულ სხვად იყო მონაბარი!
ტრფობა მქონდა მზის სხივისა,გულში ფერთა ათასგვარი,

ამ ფერებში ვქმნიდი ფერებს!ფერებს ფერში მონაფარი!
იქნებ ვინმემ შეამჩნიოს?არ მინდოდა თქმის მაგვარი!
გულში ნაღველს ვინახავდი,უფალს ვთხოვდი ამმადარი!
არ მესმოდა,ვერ ვისმენდი!თურმე ქონდა წინ-ნაყარი!

ჰგმონებ ხანო,ვემგზავრები!დროსა კვლავაც ვითა მგზავრი!
არცა ვჩქარობ,არცა გყვედრობ და რა მეთქმის სიტყვა მდარი!
თურმე ბედსა უნდა სდიო, მძევალმან კი დავასწარი!
ეხლა თვითონ ბედსა ვმადლობ რა დღესაც კი მომასწარი!

მომეფერა,ხანაც ხანმა მომაწია ხმა ლახვარი!
ვიგრძენ თურმე მოცალეო,არ იქნება და არც არი!
მიუქციე მე ბუნებას,ხმაცა ვაქციე შესადარი!
აი ესრედ დავმეგობრდით და მოვდივართ ერთად მდგარი!

ჩემთა გზასა მოსაუბრეს,მე ხმა მესმის ვითარც ქნარი!
არ ვივიწყებ; მე ამ ხმაზედ,ფოთოლ მცვენთა ნაუბარი!
არც ზამთრისას ცივსა სუსხსა,ვით მწვერვალსა მონაბარი!
კვლავაც შევიქმნ გაზაფხულსა,ვით ზაფხულსა შესადარი!

რომ არა ხმა,ბუნებისგან მე იქვე ვარ ვითარც მკვდარი!
მირჩევნია კვდომა ჩემი, რა ხანსაც კი მომასწარი!
თუ ვერ ვქმენი სიყვარული,უფლისათვის მონადარი,
გავქრე ვითარც შუქი ლამპის,სიოზეც კი მონაბერი!

სიყვარულო შეიქმნ ძალსა,ვით მაღლაც და ვით დაბლარი!
შენ ყოფილხარ,ძარღვი სულში უფლისაგან მონაბარი!
თუ გაიგო რისთვის შეიქმნ,ქვეყანასა მონავარი!
მაშინ ქმენი ყველა წამი,ვით ტრფობაში მონადარი!

ვფიქრობ სიტყვა გამიგრძელდა,ვით ერთ ხმაზე მოუბარი!
კვლავაც ვიტყვი,მე სათქმელსა,ვითა დროში საუბარი!
არ გამიწყრეს,მე სათქმელმა,კვლავ მოგიძღვნი მე დროს ქნარი!
აქამდისაც უნდა მეთქვა,ჩემსა გულსა ნაუბარი!

…(ვაგრძელებ 🌸ბუნების გამოძახილით🌸)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი