ბუნების გამოძახილიN 2
უფალმან სიტყვა მაწია,როგორღა ვფარო ბაღნარი! ვინც კი მის სახელს ადიდებს,საუნჯედ ექცეს სახლ-კარი! როგორ ვერ ვჰოვოთ,ჩვენ დრონი!რა სიტყვა ვერ ვთქვათ მაგვარი!.. რომ,განვადიდოთ,რაც თუ გვაქვს,ბუნების ნაამაგარი! ვიგრძენ მე მზისა საწუთრო,ვითარც ბინდისა მაგვარი! დაღონებულა თითქოსდა,სახეს ბანს მტვრისა ნაყარი! მსმენელად ვიქეც ვით მზისა,ნაღველთ გულთ-შემონაყარი! ავტირდი მეცა,ვით მზესა თვალთ ცრემლ-გადმონაყარი… მიწას ვიგრძენი მზის ცრემლი,კაცთ გულზე შემომტევარი! გაუგლეჯია ვით გული,ზის კაცნი ბევრნი, ვით მკვდარი! ემდურვის მზესა სხივებსა,რად არის ეგრე მრისხარი! რადა ჰკლავს კაცთა გუნებას,დაუნდობელი რად არი! მაღლა მზე დაბლა კაცთაგან,ვუსმენ მე ორხმას ნადარი! გავცეცხლდი,ვეღარ ვმონებდი სიტყვა ვაწიე სადარი! თუ კაცსა შეიქმს სირცხვილი,აღარ ყოფილა მმაგვარი! ისე წახდება სიტყვითა,მსგავს ვითა ტყის ბინადარი! ვადიდე ღმერთი მაღალი,ჩუმად ვავედრე ავდარი! იქნებ მზის ცრემლი განბანოს წვეთებმა ნაავადარი! აქეთ კაცთაგან გაგრილდეს,ვით შვება შემონაყარი! მეც დამიმშვიდდეს რა სული,ვითა ნამარჯვი მხედარი! მოდის მაღლა ცით წვეთები,მძივისებრ გადმონაყარი! მოჰყვება შავსა ღრუბელსა,გროვაა ვითარც ბარდნარი! აქაც წამიხდა გუნება,როს ვნახე ნაავადარი! წვიმას მოქონდა ნაბანი,სულ ტალახ-ქვიშის სადარი! აქეთ ხემ იქეთ ცხოველმან,იწყო ვით ქრობის მაგვარი, აღარც არწივს ფრთა მოჩანს და აღარც არის ბაღნარი! რად ყვედრი ბუნებას კაცნი,ჩვენვე ვქმენთ ვითა სადარი! ხერხიც ვიხმარეთ,ღონეცა და დავრჩით ვითარც ხავსნარი! მიწამაც ვერღარა ზიდა,ამდენ ცოცხალთა სცენარი! ძნელღა ყოფილა რა ხედვა,ვითარცა გადმომცვენარი! თავი ვაწიე მიწასა,ვით წვიმას გული მდევარი! მზემ თითქოს გული იჯერა,რა მიჯნურისა მხედვარი! ვუმზერ დღის ბოლოს დაღლილი!მზე,წვიმა,მიწა ვითარი! ჩემებრ დარსა და ვარამში,გამოსავალის მძებნარი! იქნებ მამშვიდოს ვარსკვლავმან,სიტყვა თქვას შესანდობარი! და დამიამოს დაჭრილი,გული ვითარცა მხედარი! სხვა რა გზა დამრჩა მდევარსა,ვით ცრემლი გადმომდევარი! სახე ვიწმინდე ქვიშითა,ვიქეც მე გულთა მდევარი! უფალო მხოლოდ შენ გპოვე,ვინაც ჩვენ კაცთა მხედვარი! იქნებ შეგვინდო ჩვენთ ცოდვა, ესა მაქვს შესავედარი! ვაგრძელებ 🌸ქმნილება ქმნილთაგან🌸
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი