სიცოცხლე
რარიგ სურნელოვანია სიცოცხლე მეტად ტკბილი და ჰაეროვანი,მაგრამ დარდიც სჩვევია ბეჩავს,თან როგორი ნაღველი… ჩაგვესმის მწარედ გარდაიცვალა რეალური თვალთახედვაა თორემ ადამიანი სიცოცხლეშივე მრავალი სიკვდილის მომსწრეა,მას ტკივილი კლავს:მონატრების,უსამართლობის,უთქმელობის,გაუტანლობის და დამცირების… გონებასაც უჭირს ხოლმე გულის მართვა, იმ უბის რომელშიც სიყვარული ზის, მას მეტად სტკივა უჟანგბადო სივრცე,რომელიც აწვდის თვალს მდინარისმაგვარ კალაპოტს სადაც ცრემლის კვალდაკალ ღვარცოფისმსგავს უბეებს ქმნის ნაწვიმარ სახეზე,ყოველი წვეთი ცრემლისა უდაბნოს რელიეფისმაგვარ უნაყოფო ნიადაგს კიდევ უფრო მეტად ამლაშებს და უსუსურს ხდის. საინტერესოა რად ჰყვედრი კაცსა სიცოცხლეს მისას თუ იგი არაფერს გავნებს,რით ვერ აიტანე მისი გალობა ან რად ფიქრობ,რომ შენი წილი წყაროს წყალი ან პური ეაგართვა,,ამის სანაცვლოდ პიროვნების ცრემლის მიზეზი ხდები,მას თითქოს ფარულად,მაგრამ რეალურად გათვლილ შახმადის სვლასავით მეფობის ტახტი მოგინდომებია და გამარჯვებუს ჟინი იმდენად ძლიერდება ყველანაირ ხერხს სცდი ხოლმე მიზნამდე,თითქოს მარდჟამ უნდა იარსებო ამ ხელოვნურ პატივში. ცრემლები… ოხ,ეს ცრემლები,რომ არა ალბათ გული ვერ გაუძლებდა იმდენს რამდენის ატანაც შეუძლია. გვტკივა ზეცას ვუყურებთ სამართლიანობის მოლოდინში ვართ,შეიძლება ამ ფონის მიზეზი ცრემლისა ძალიან ახლო მდგარი საყვარელი ადამინიც კი იყოს ,რომელიც გულს სიღრმისელად უმიზეზოდ გვლიჯავდეს სხვის გულის გასახარად და ამ ტკივილის ფონზე ნისლგადაკრულ სახეზე ბინდში ვეღარ აღვიქვამთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში ეს სიცოცხლე… გავა დრო და თუ გვეტკინა ამ სულის ტკივილი შეიძლება ჩვენი ცრემლის მიზეზის სანაცვლოდ ერგო ბედად ბუმერანგის პრინციპი შეიძლება ნათელიც იყოს ეს შედეგი,მაგრამ უკეთესი იქნებოდა აგვერიდებინა ეს განსაცდელი იმლოცვის ფონზე გონების გასანათლებლად,რომ სჭირდებათ ჩვენს მოდგმას ხოლმე ვიდრე მისივე სულის ტკივილის გადასაგორებლად მიმდინარე თანადგომა. აქ შეიძლება ვიაზროვნეთ უტყუარი მტკიცებულებით,მაგრამ მიმტევებლობა მაინც მეტად დაფასებული ყოფილა თურმე… რადგან აღარ გრძელდება ტკივილნარევი სისხლის აღების წესი,მიზეზი ხდები ბრძოლის დასრულების და უფლის წინაშე ამაღლების. კვლავ დაუბრუნდები ეხლა უკვე ნაიარევ ცხოვრებას,რომლის ფონზე სიცოცხლე უფრო სხვანაირად ფეთქავს დადინჯებული და რაღაცნაირია,თითქოს ტოვებ იმ გზაჯვრედინს და ახლით ივსებ მთის მწვერვალიდან ახალ სივრცეს… ფიქრობ რაღაცაში გაიმარჯვე,მაგრამ წინ კიდევ უამრავი ბილიკია ყოველ წამს შესაცნობი❤️ უფალმა მოგვცეს ყველა ჩვენთაგანს ლამაზი ისტორიების გასაწერად დრო და ენერგია. 10. 10. 2022 თ. ფუტკარაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი