უსათაურო


აგიზგიზებული ბუხრის წინ ვზივარ , გარეთ ქაოსური ამინდია , ოთახში მე და დედა ვართ , დედა სურათიდან მიმზერს.

ზამთრის გრილ ნიავს კარი გაუღია და მასში მახვევს... ციდან ფანტელების გროვაც წამოსულა, ამ დროს პატარა ბავშვივით მინდება სახლიდან გასვლა, სადღაც შორს, ყველაფრისგან შორს. თბილი მოსასხამი მოვიცვი და გარეთ გავეშურე 

რა სწრაფად დაღამებულა, ქუჩაში მარტო მე ვიყავი და რამდენიმე ცუგა, რომელბიც შემომციცინებდენ, მათ თვალებში უდიდესი სევდა იგრძნობოდა, ალბათ მოსიყვარულე პატრონს ელოდებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. როგორი დაუნდობელია ცხოვრება, დასანანია .

სულ ვფიქრობ ხოლმე , ხშირად იმდენად შევიჭრები რომ მთელი სამყარო ითიშება ჩემს გარშემო.

თოვლში მივაბიჯებდი, ლამპიონების შუქის ფონზე განსაკუთრებულად ლამაზი იყო ყოველივე ეს. ქარმაც დაუბერა და იმ მოხუცი ხიდან ის უკანასკნელი ფოთოლიც ჩამოაგდო , რომელიც მას მეტად ასიციცხლებდა.

შორიახლოს მოხუც წყვილს მოვკარი თვალი, სიყვარულის ცეცხლით აინთო ჩემი გული, მათი ცქერა საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ანთებული თვალებით მიდიოდნენ, თანდათან პატარავდებოდნენ და ჰორიზონტიდანაც გაქრნენ. დიდი ხანი მემახსოვრება მათი ბედნიერი სახეები. 

გზა განვაგრძე, უკვე იმდენად აცივდა რომ მთელი სხეული გამეყინა და შინისაკენ გამოვემართე.

ისევ მე...
ისევ ფიქრები...

სახლში შევედი, ბუხარში ცეცხლი ოდნავ ანათებდა, მაგრამ ნიავის დაუკითხავმა შემოვარდნამ ბოლო ალიც ჩააქრო.

ახლა უკვე ჩამქრალი ბუხრის წინ ვზივარ, გარეთ ქაოსური ამინდია, ოთახში მე და დედა ვართ, დედა სურათიდან მიმზერს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი