ჩემი სიჩუმე


ჩემი სიჩუმე
ქვებზე დაყრილ ყვავილთა სევდით...
ზაფრანისფერი განმარტოება — გრძნობამხატვრული...
ნარინჯისფერი მზეებიდან ვისრუტავ ნექტარს
და ჩემს პალიტრას დაედება მცხუნვარე ფერი...
თაფლის დუღილი,
სუროების ნაზი შრიალი...
საჩემო სივრცეს მოაკლდება უჩემო ჟამი,
თეძოზე მწუხრი მომეხვევა — სულზე ფაქიზი
და ჩემს წიაღში
გაიბნევა მდოგვის მარცვლებად...


2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი