ზამთარს
სადღაც შრიალებს შენი ვერცხლი, თოვლის საბანო, შენი ფიქრები სპეტაკია — დაუსაბამო... იქნებ უხეში ქარტეხილი შენც გაციებდეს, ნეტავ შემეძლოს, სისასტიკეს აგაცილებდი... ლაჟვარდიანად შეიმჩნიო უნდა ცის კარი... ყოველ წელიწადს განმეორდე — დაუვიწყარი... 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი