ჩემს ვაშლის ხეს
შენი ლანდია თოვლზე მძინარი ხევ — უცნაურო... ყური მიუგდე იის სიცილს, ცას — უხმაუროს, ადამიანზე მეტად გესმის ვიცი — სიჩუმის, ჩემი ტკივილის ნაფიფქია ეს ჩამი — ჩუმი... ხელში მეტევა შენი ტოტი, ხევ — უცნაურო... მუხლებს მიყინავს კაბა სველი — აურზაურით, ჩემი სითეთრის საათია, დროა — გვამური, დრო — უღამური, დრო — უდღეურს ელაციცება... შენი ლანდია, რომ იღვიძებს ხევ — უცნაურო... 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი