თენდება
თენდება, შველივით გამისხლტა ღამისას ნაფიქრი სტრიქონი, ვიჯერებ, რომ ისევ მაისად ამღვრეულ ქალაქში გიპოვნი... ვიპარავ ვარდისფერ განთიადს და ხელისგულებში გინახავ. შიშველი ღრუბლები მაცვია და წვიმის სუნთქვაში ბინა მაქვს... ვაწებებ გაცრეცილ მზის ტილოს, ცისფერი ტალახის ნარჩენებს... მე უნდა უმანკოდ ვიტირო და თოთო ბავშვივით გავჩერდე... მე უნდა ვიფიფქო თოვლივით, დამღალოს სამყაროს ტრიალმა. რომ მქონდეს სამზეო მოვლილი და ერთი სიცოცხლე მთლიანად... 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი