საიდან მოვედი
საიდან მოვედი, საიდან მოვედი... ყოფიერების სიმწარეში ფესვებგადგმული... ყოფიერების აღმაფრენას შეკედლებული... ხან ისე ცივად მშორდება აღმაფრენა- ყოფიერების სიმწირე... დროის და სივრცის ნიადაგიდან ამოიზარდა ჩემი სული, ფესვები უხსოვარ დროში აქვს გადგმული და იმ ქალის სხეულში დაიდო ბინა, რომელიც მე ვარ... აქა - იქ გამოვისხი აღმაფრენის ყვავილები, მაგრამ... ყველა ყვავილი დამჭკნარია, მკვდარი... ათასი ქალის ქალური გრძნობით, სიმწრის რტოებით, შემზარავ ფიქრით, საღამოსფერში ჩაკარგული მტვრის ყვავილებით... საიდან მოვედი, საიდან მოვედი... 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი