სიჩუმით ვსაუბრობდით
სიჩუმით ვსაუბრობდით, სანამ იისფერმა გუმბათებმა თავები დახარეს... რა ლამაზია მზისფერი ისხარი, გრეიფრუტისფერი ცა, ონავარი მდინარე... რამდენი სილამაზეა ქვეყნად, რამდენი სინათლეა... ბელტებზე ჭიანჭველები დადიოდნენ, გლეხი გომურიდან ურიკით ზიდავდა ბოსტანში ნაკელს, ისიც სილამაზე იყო... ვაშლის ხეს ჩიტები ეხვეოდნენ, ბებერი პანტა თავის უნაყოფობაზე მოსთქვამდა... ჭერმის ხეზე ქვრივისგან მოპარული ცოცხი მიებათ მეზობლებს — ქარი ჩადგესო... მარადიული დედაა სამყარო და ზრდის ბავშვ საუკუნეებს, არ იზრდებიან ბავშვები და გაუგებრობაში ინთქმებიან... და გვრჩება ორთქლი, მდოგვისფერი ორთქლი — დაობებადი; და ვერაფერი გაუგია დაობლებულ დედას, რომელმაც, საუკუნეები გააჩინა... 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი