ჩემი გრძნობების სამყაროში
ჩემი გრძნობების სამყაროში, მოწმენდილ ქუჩაზე, ალვების ოქროსფერი შრიალი მესიზმრება... ჩემი ბავშვობისკენ იხედებიან ჩიტები და ჩემამდე ათასი ამბავი მოაქვთ... ამბობენ, რომ იმ ბავშვს სამყაროს აღქმა არ შეუძლია, რომ ათასი ფერადი გზიდან, გაუაზრებლად გამოსდის ნისლისფერი გზების არჩევა... ვერ დაიმახსოვრა რა ფერია მზე და მზის ფერზე სულ სხვა ამბებს ყვება... ვერ ისწავლა, რომ ადამიანებში ღმერთი არ ეძიოს, ვერ დაიჯერა, რომ მას, ვისაც, ერთი ხელით ადამიანის გადარჩენა შეუძლია, მეორე ხელით ისე კლავს, თვალსაც არ ახამხამებს... იმ ბავშვმა ცხოვრების ქაოსში, ჯერ კიდევ ვერ ისწავლა გზის გაგნება, ვერ ისწავლა, რომ მისი გული და ფერები არ სჭირდება ზიზღით გაჟღენთილ ქვეყნიერებას... ვერ ისწავლა, რომ სიყვარული არ სჭირდებოდეს, რადგან, მისი გული ყოველთვის სასტიკ სამსხვერპლოზე მიაქვთ... და როცა გაიზრდება, არც გააღვიძოთ, გრძნობების სამყაროში, მოწმენდილ ქუჩაზე, ალვების ოქროსფერი შრიალი ესიზმრება... 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი