ღმერთო მიცანი
ძველი ლანდი ვარ, არსად წამსვლელი, ჩემს ნასახლართან მსუსხავს ჭინჭარი... მოლოდინები დაიმსხვრევიან და აქ მომსვლელი არავინ არი... ვხედავ, — წალკოტებს ყელში ამოსდით მზედ მონათლული სველი გვირილა, ვერც მან შეიცნო ჩემი ამბორი და ნიავქართან გამაიგივა... მოვაირგვლივე ლექსი მიწიდან, განა მისანი — ვარ ანგელოზი ნათელ — ციცინა, ღმერთო მიცანი... 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი