ღრუბლებთან მიდის პაპაჩემი
ღრუბლებთან მიდის პაპაჩემი, ღრუბლის ბატკნებთან... გზად წაიყოლებს ქრისტესისხლებს და ყვითელ ბარტყებს, იქაც გათიბავს ცის ლურჯ ბალახს, ცისფერ ყვავილებს, და ეყოლება თეთრი ცხენი და თეთრი ფარა... აქაც ხომ ახსოვთ ქართლის მინდვრებს მისი ტერფები... და მზიან ტევრებს ლანდად რჩება მისი სახება... ღრუბლებთან მოდის პაპაჩემი, ღმერთო მიიღე, კარი გაუღონ ცის ველებმა, ღრუბლის სახლებმა... ბავშვობა თვისი, უწილადა ციცინათელებს და სიჭაბუკე, უფრო დღეებს – ნიავქარიანს... ახლა ერთი ქვა შეინახავს მის ძვირფას სახელს, ახლა მის წილ მზეს მოეხვევა ჭ ი ა მ ა ი ა ... ... ღრუბლებთან მიდის პაპაჩემი და ღრუბლებს ზემოთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი