ხომ არ გცივა, მეგობარო
ხომ არ გცივა მეგობარო, ხომ არ გშია? ხომ არ გტკივა დაკარგული მზის არშია?.. იქნებ შენთან ბროლისფერი ქარი ბუდობს... იქნებ გინდა, დედამიწა დაიბრუნო... ფანტელები ახლა ზეცას ფრთებს უქსოვენ... მგონი თოვლის ანგელოზნი შენც გსტუმრობენ.. აქ, შენს საფლავს ჩიტი იცავს ერთიციდა... იქნებ ციდან შენი სული ჩამოფრინდა?.. ხომ არ გცივა მეგობარო, ხომ არ გშია?.. ხომ არ გტკივა დაკარგული მზის არშია?..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი