---


ყოველი დღე ბოლოა და ,
ყოველი დღე პირველი , 
მიტომაა ეს ცხოვრება ,
ასეთი მიმზიდველი ,
.
რომ  ეგონა უკვდავია,
და ცხოვრება აიწყო ,
დასასრულის დასაწყისი ,
გაჩენიდან დაიწყო ,
.
რასაც ნახავ  ვეღარ ნახავ ,
აღარ განმეორდება ,
ყოველ  ღამე ყოველი დღე ,
მიდის ჩუმად გვშორდება ..
.
მიტომაა ეს ცხოვრება ,
ასეთი მიმზიდველი ,
ყოველი დღე  ბოლოა და ,
ყოველი დღე პირველი ...
-
თაზო მონიავა - 2021 -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი