თამაზი მონიავა


მენავთე
-
ეტლზე ედო ნავთით სავსე კასრი ,
ცხენს თვალები უელავდა ბასრი , 
დუდუკი თუ რაღაც მისი მსგავსი ,
აკივლებდა,  ,,ნავთი , ნავთი , ნავთი ,,
.
მოდიოდა გვინათებდა სახლებს ,
გაგვითბობდა ცეცხლი ციცქნა თითებს ,
ჩვენ რა გვსურდა პაწაწინა ბალღებს ,
ცხენის ჯავრი გვაწვალებდა ბიჭებს ,
.
მოგვისვამდა ის მენავთე გვერდით , 
ნავთის სუნიც თითქოს იყო ვარდის ,
ვთხოვდით ცხენი გააჭენე ჩვენთვის ,
მიდი ბაბუ , ქუჩის ბოლოს გადი ,
.
გაქრა ახლა ის მენავთე სადღაც ,
წლებს გაჰყვა თუ გააჭენა ცხენმა ,
აღარც ცხენი , არც მენავთე არსად ,
მომკლა დარდმა  ეჰ , მენავთევ შენმა ,
.
სად წასულხარ საით რომელ მხარეს ? ,
ჩემს გულში რომ სამუდამოდ დარჩი ,
ჩაუყლაპავს მოგონების ღამეს ,
ის მენავთეც და პატარა ბავშვიც ,
.
ვდგავარ ქუჩას გავყურებ და ვფიქრობ ,
მას მოჰქონდა განა მარტო ნავთი ? 
გვიხაროდა ტოლი გვყავდა თითქოს ,
ახლაც მესმის ნავთი , ნავთი , ნავთი  ! ...
.
დუდუკის ხმა თითქოს იყო მერცხლის ,
ახლაც ყურში შორიდან რომ მესმის ,
გაფრენილა წელი ოცდაათი ,
არვინ ყვირის ნავთი ,  ნავთი , ნავთი ! ...
-
თაზო მონიავა „ 1998 -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი