თამაზი მონიავა


ცა ოცნებებით მოჭედილია ,
ცა ფიფქებს გვაყრის ,უკვე თოვლია ,
შენი გულივით ცა კეთილია ,
მეც გავფრინდები ასე მგონია ,
.
როგორ თოვს , როგორ თოვს ,
ფიფქების რიგია ,
რა ვუყო ამდენ თოვლს ,
წლებად რომ მიდიან ,
,
როგორ თოვს როგორ ,
ცას უმზერს გოგო ,
ცასვუმზერ მეც და ,
მზეს ვეძებ ოღონდ ,
.
ცისკენ გაგვირბის ყველას სულები ,
ცაში ღმერთები მელოდებიან ,
ჩაივლის ჩემი გაზაფხულები ,
ჩამომემსხვრევა წლებით ფრთებია ,
,
როგორ თოვს როგორ ,
ცას უმზერს გოგო ,
ცას ვუმზერ მეც და
შენ გეძებ მხოლოდ .
.
თაზო მონიავა - 1996 -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი