თამაზი მონიავა


თეთრი ხიდი გახსოვს განა ?
მზე მოგდევდა შენისთანა ,
შუა ხიდზე გავჩერდი და ,
ვერ მოგწყვიტე თვალი თანა ,
.
მხოლოდ ლექსში გაგიმხილე ,
არვის ვეტყვი ქვეყნად ამას ,
იმის მერე არ მინახავს ,
ხიდზე ქალი შენისთანა ,
.
ჩაიარე ხიდზე წყნარად ,
მე ვიდექი უფრო მწყრალად .
თეთრი ხიდი , თეთრი ხიდი ,
თეთრი ხიდი გახსოვს განა ? ! ..
.
თაზო მონიავა - 2021 -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი