ფატმაგული


აღარ არი ფატმაგული არა
შეიცვალა და გარდიქმნა ქალი,
ქალი გოგოდ ქარიშხალი გახდა 
ვერ მოარყევს და წააქცევს ქარი,

ტკივილი და სევდის ფასი ძლიერ
შეისწავლა ბევრი ცრემლის ხარჯზე,
სიყვარული ატირებდა მხოლოდ
ახლა აღარც ეგ ატირებს ასეთს, 

ყურადღება როცა იგრძნო სხვების 
თავის ფასიც შეისწავლა თავად,
გოგო დიდი ტკივილების მსხვერპლი, 
გარდაიქმნა სახეშეცვლილი დარად,

მოტეხილი ფრთებიც გავამთელეთ,
ისტორია დაიწერა თითქოს,
მან ისწავლა თავის ფასი მარად,
ისიც იცის რომ ძლიერი იყოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი