გული პეშვებით ელოდება მოწყალებას
გული პეშვებით ელოდება მოწყალებას, სული-თვალებით. მარად ლოდინით შემოსილი არ კარგავს იმედს. ფუსფუსებს სული,ვერ ისვენებს სასწაულს ელის, ხანაც მუშაკობს და საზღაურს თხოულობს მცირედს. ხან აკაკუნებს,ელოდება კარიბჭის გახსნას, თხოულობს-იღებს, მადლს სთესს-არის სამარიტელი, მკვდრეთით აღმდგარი დაბრუნდება უძღები შვილი ხან ლაზარეა, ხან მარიამ მაგდალინელი. ხან ჩასახლდება იუდაში,თავს გაიყიდის, ხარბი ხელებით ჩაიჯიბავს ვერცხლის ტალანტებს, პილატესავით ხელს დაიბანს,თავს დაიმშვიდებს: ღვთის მოწყალებას ამჯობინებს მდიდრულ პალატებს. დაბორიალობს ხანაც უქმად ხსნას არსით ელის. არც რაის მქონე,განს გამდგარა ცოდვის გუშაგი. ღვთის ხმას თუ ისმენს,განჩინდება მაშინ პირველი უკანასკნელი ,მეთერთმეტე ჟამის მუშაკი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი