ვინ ხარ შენ?
ვინ ხარ შენ? ალბათ მაშინვე,დაუფიქრებლად მეტყვი შენს სახელს,ან იქნებ სახელთან ერთად გვარიც თქვა. შენ ადამიანი ხარ, საოცრად ჭკვიანი, კეთილი,შეუპოვარი, მებრძოლი არსება. ახლა მეტყვი,რატომ უარყოფითი თვისება არ თქვიო, ეს ხომ ისედაც იცი,ეს ხომ შენში იმალება. ამიტომ აღარ ვთქვი. ადამიანი კეთილისა დ ბოროტის გზაჯვარედინზეა. მასზეა დმოკიდებული რომელს აირჩევს. ახლა გეკითხები, ვინ ხარ შენ? რომელი გზა აირჩიე? იფიქრე,იფიქრე ადამიანო, არასდროს დაფიქრებულხარ როგორი დიდი ძალა გაქვს, როგორ შეგიძლია გააკეთო რაღაც არნახული,სად იყენებ ამ ძალას? სად? შურში? სიბრაზეში? რომელი ერთი ჩამოვთვალო? ჩემო ძვირფასო ადამიანო,შენ ნათელი წერტილი ხარ,რომელსაც შეუძლია მთელი ძალა სიკეთის მზისთვის გამოიყენო და მთელი ნათებით ჩაახშო ბოროტება. დიახ,ეს შენ წამებში შეგიძლია.ახლაც,ამას რომ კითხულობ,დაუსვი შენ თავს კითხვა ვინ ვარ მე? და აანთე სხივი, თუ ჯერ არ აგინთია. თ. კ. 2022.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი