ქრისტე აღ(ს)დგა!!!
აღდგომა თენდება , ცამ იგრძნო აისი, მტრედისფრად განათდა ნანატრი მაისი, სანთელი ლიცლიცებს... ცრემლს იშრობს დაისი, ყვავილთა სიყვარულს ასხივებს ნარცისი.. სასწაული ხდება... ცეცხლი შემობრძანდა, ღმერთმა ჩვენს გულებში მადლი მოაფრქვია, ისე გაჩირაღდნდა - სითბო სხეულს გასცდა, ამ განცდას ხომ მართლა სიხარული ქვია... უკვე ახლოვდება ზიარების ჟამი, მაცხოვარი ჩვენთვის ისევ ჯვარს ეცმევა, ლოცვით ნაღვენთ თვალებს მოლოდინის წამი გრძნობა - გონებაში სათუთად ემჩნევა.. უფლის სისხლსა და ხორცს ზეცა აცისკროვნებს, გალობა მოისმის ქვეყნად ანგელოზთა, მადლობა მეუფეო... ფიქრებს ახმოვანებს, ჟღურტულად მონაქროლი შრიალი დილის ხმათა.. უკვე შინ მივდივარ მადლით აღჭურვილი, პულსაციამ მამცნო - ჩემში ქარი ჩადგა.. სიმშვიდით მუხლმოყრილს - მიჩნდება სურვილი, სამყაროს მივულოცო.. გესმიით??? ქრისტე აღ(ს)დგაააააააა!!! /თ.აბულაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი