სხვანაირი შემოდგომა
წლებით გადაქცეულ მხრებში შემოდგომა
და თმებს დაფენილი, სხივი, ოქროს ფერი...-
რაღაც, სხვანაირი იყო შემოდგომა...
ადრე, სხვანაირი იყო ოქტომბერიც...
ახლა, მარტოობის, ფიქრნი- ათასები,
აზრნი- შემზარავნი, ქმნილნი,- ვგონებ, მაშინ...-
როგორც კაპარჩხანა ქალი,- ნატაცები,
ისე გაჰკივიან წყეულ გონებაში
და სდევს ღრუბლის ჯარიც...
წამს- ითრგუნება მზე,-
ისე უსუსური, როგორც ზღვაში- ტივით!
და მეც ადგილს ვიცვლი, ქარის გუნებაზე-
სიცხით გამოფიტულ, ძველი კრამიტივით...
ჟამი- მარტოსული, ქოხს- უშენო დგომა...
და თმებს დაფენილი, სხივი, ოქროს ფერი!-
ახლა, სხვანაირი, დროა- შემოდგომა,
რაღაც, სხვანაირი, თვეა- ოქტომბერიც.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი