ათას ერთს...
თითზე ჩამოვითვლი, მე, ათას ერთს,
სანამ გამიტაცეს მრე სიზრებმა...
დღესაც, ალბათ, უკვე მეათასედ-
სოფლის ქორფა ტევრი მესიზმრება!
ქშინავს გულაბების ოცეული,-
თუთქავს შემოდგომის მწველი ორთქლი!
ურცხვად გადაღეღილ ბროწეულის
მკერდზე,- მესიზმრება, შხეფი, თორთლის...
ალბათ, სადღაც, ლეღვიც ავსებს კორტებს...
ქარმა შეაბეზრა!
და ამ წვიმამ...
სადღაც, კომშიც ათრევს დაბლა, ტოტებს,
ალბათ, შემოდგომამ დაამძიმა-
ისე, უმიზეზოდ,- არ დახრიდა!
ვიცი! ვნახე უკვე!-
ქორფა ტევრი,
ყურძნის ტალავერის არტახი და
სახლში შემოჭრილი კოპიტები!
ჩემს ქოხს აყოლილი ის პიონიც!-
უხვად რომ გამოსცემს და ხეს უკმევს-
სურნელს!-
ჭორიკანა!
და ,,შპიონი"!-
ვიცი! მახსოვს… ვიცი!- ვნახე უკვე!-
ჰო, დღეს, ალბათ, სადღაც მეათასედ...
ისევ ველოდები მრე სიზმრებს და
თითზე ჩამოვითვლი, იმ ათას ერთს-
მერე, ჩემი ტევრი მესიზმრება!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი