ადრე მე...
ადრე, მე- ზაფხულის ლაზიერი,
შენ-მეფე მოვირგეთ, მთავარ როლად.
ჩვენი სიყვარული- რა ძლიერი...-
ჰგავდა დალაგებულ ქვათა ბრძოლას!
ახლა, შემოდგომის პაიკი და
რა ვარ...
მწველმა გრძნობამ, ალებივით,-
მძაფრი ობის სუნი აიკიდა,
თქეშში გაფენილი ჩალებივით...
იქნებ, შეგვეცვალა...
აზრიანად...
თორემ, აღარ ვიცი, დავალ- რომლად...
ადრე- მე ზაფხულის ლაზიერად,
შენ კი- მეფე იყავ, მთვარ როლად...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი