წამოსასხამების მოსახდელში...


წამოსასხამების მოსახდელში,
თითქოს, გაუშლიათ ფრთები, ან,
თითქოს, ჭირი სჭირთო- მოსახდელი,
ისე კრთებიან და კრთებიან!

წყვილი თავს იწონებს არშიყობის-
ძალზედ უწმაწური საუბრით...
თითქოს, შეიგრძნესო,- არსი- ყოფის,
ისე ტკბებიან და სად ურბით

უხვი ფანტაზია- ეშმამ იცის...
მერამდენეა, რომ დაიქავა-
ხელი,- ცოდვიანი...  (ეს- შხამი, ცის,
თავბრუს რომ დაახვევს და იქ ავა... )

პარკეტს მოფენილი ევკალიპტი,
ბრინჯაოს ლუსკუმა,  კვიპაროსი,-
ურცხვ წყვილს,- მოჭრიალე- ელვა- ლიფტიც,
ხარბად დასტრიალებს, ვით ლაროსი!

გაქრა,- მეჯლისამდე მოსაცდელი,
უკვე, გავიდა დრო,- ფრთხებიან...
     წამოსასხამების მოსახდელში,-
     ალბათ, შეიკეცეს ფრთები, 
                                                               ან...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი