კარალიოკების ფარდა


ახლა, ჩამოყრდნობილს- ჯოხზედ,
მჯერა ყველაფერის, გარდა-
რომ მე, ისევ ვნახავ, ქოხზე-
კარალიოკების ფარდას!

ქარში გამოფენილ ხურმებს,
უკვე, შეუწირავთ წვენი...
ისე ჩამომხმარან, თურმე,
როგორც ტკბილი სიყრმე, ჩვენი...

ახლა, ვეღარ აბამ ურმებს...
თითქოს, დამიბერდი ჯიბრით!
,,აწინ" ვინ მომართმევს ხურმებს...
ხურმებს ვინ მომიტანს ჯიბით?!

ვინღა დამიშაქრავს ჩირებს,
როგორც ფანტელების დახლა...
ახლა, ძვლივსღა მიჭერ ჩხირებს!
ჩხირებს ერთად ვიჭერთ ახლა!

და დღეს, ჩამოყრდნობილს,- ჯოხზედ,
მჯერა ყველაფერის, გარდა-
რომ მე, ისევ ვნახავ, ქოხზე,
კარალიოკების ფარდას...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი