ნაცრისფერი დილა...


დილა, ნაცრისფერი,
კარგს ვერ მოასწავებს-
ისევ გამომფიტავს 
   ზამთრის ოხუნჯობა...
სადღაც, სანოვაგედ, 
მართვე მოაქვთ წავებს-
აქ ვერ გამოსვლიათ, 
ხეებს, ოხ, ურჩობა!-

უკვე დასტყობიათ, 
როგორ, დაღლა- ფესვებს...
როგორ გარდაცვლილა 
მიწად- ამ ცის ფერი!
იქნებ დაღამდეს! და 
მალე დაღამდეს ეს-
დილა ნაცრისფერი...
დილა ნაცრისფერი...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი