მე აქ, ქოხში...


მე აქ, ქოხში, ჭიშურასთან...
შენ კი- სენას ნაპირებთან...
არაფერს არ იშურებ, თან,-
ჩამოსვლას არ აპირებ, თან...
ჩვენს ეზოში, ამ ორკიდულ
თოკზე ნაჭედ დაქანებას-
შენი ხელით ჩამოკიდულ,-
პაწაწინა საქანელას-
არწევს, ქარი, უპატრონოდ,
ხან იქით, ხან აქ, ამაოდ...
ნეტავ, ვინღა უპატრონოს...
ვინღა უნდა აქანაოს!
გადაუსვი, იშურე თან,-
ხაზი ყველა დაპირებას!
მე აქ, ქოხში, ჭიშურასთან...
შენ კი- სენას ნაპირებთან...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი