მონოლოგი
გადამღალა ბედთან ბრძოლამ,- მცდარი გზებით მატარა!
ამ წყეულმა, ახლა, უკვე მერამდენდ, დამცა მე...
როგორაც, რომ უსუსური, ცელქი ბავშვი პატარა-
რომელსაც, რომ ეს-ესაა, ლამის, ცილი დასწამეს!
მერამდენედ გადავძლიე უნებლიე ტორტმანი...
მერამდენედ შევაყენე ჩახმახები... და ტყვია...
შენს ფოტოებს დაატარებს, ისევ, ჩემი ,,პორტმანი"...
მართლა, ისევ, ჩემს თაროებს, შენი ხელი ატყვიათ!
იცი?- ჩემთან შემოდგომა, ახლა, შუა ზვრობაა
და სჭირდება, ახლა, ჩემს გულს- ცეცხლის ალი, ან კვესი!
თუმცა, დღეთა მცდელობები ისე უაზრობაა,-
როგორც ტბაში ჩაკიდული უპატრონო ანკესის...
ჰე, გონებავ!- ისევ შენი არსებობა მაცნე, ჰე!
ისევ აზრთა ორგულობის შემიკრიბე ალაფი...
ახლა შემოდგომაა და მალე ყურძენს დაწნეხენ...
მე კი, ფიქრებს ვახურდავებ, როგორც ძველი ზარაფი!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი