,,ქიანა"
ახლა, ყველგან წვიმებია, ქიანა! (მახსოვს, ადრე, წვიმებს როგორ ჩემობდი...) ქარიშხლები ისევ ისე ჰქრიან და ღვინო... შაქრის პურები და... ჩვენ ორნი... თბილ ბუხართან სასმისები- რქიანა,- მნუსხავდა, მე,- მინდვრიან და მთებიან... (ახლა, ბუხარს ვინღა ანთებს, ქიანა!- ერთმანეთის სიყვარულით თბებიან...) თუ წახვედი, ან სულ წადი... მოდი ან!- გონებიან! ფიქრებიან! თვალიან! ან დაბრუნდი, ვით ბრუნავენ მოდიდან- სახიან- და... ტანიან- და... მთვარიან-... რად იბევრე... მე კი დავრჩი იმ ერთად! (სიყვარულის საზღაური მეძვირა...) ვსუნთქავ, მხოლოდ, ყურძნის წვენის იმედად- მასში, ხან დარდს... ხან კი დარდი მე მძირავს! ახლა, ძალაც დაეკარგათ მაგნიტებს... (მაგნიტები სახელადღა ჰქვიან და...) რაც წაიღე- დააბრუნებ მაგ ნივთებს! მაგ ჭრელ კაბას დააბრუნებ, ქიანა! თორემ, სკივრი, სკამი- ბღავის ხმიანა! ღვინო... შაქრის პურები და ჩვენ ორნი.... ახლა, ყველგან წვიმებია, ქიანა... მახსოვს, ადრე, წვიმებს როგორ ჩემობდი... თამთა მუმლაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი