ვინ ვარ მე
ვინ ვარ მე? ვინ ვარ მე... იფიქრე... იფიქრე... -ვინ აღარ ვიწამე და გადავიკდე და მაინც არ ვიცი, არ ვიცი- ვინ ვარ მე. ათასგზის დავეცი, ცრემლებით ვინამე,- იმდენჯერ ჯვარცმული, დედისგან შობილი... ხალხისგან ჩაცმული, ხან- დედიშობილი- მე, ყველას თავს ვუხრი! და...- სადაც მელიან, მათ თუ აქვთ პასუხი კითხვაზე- მე ვინ ვარ? ავყევი ამფსონებს, შევეშვი ანაზდად... ჩავედი რა ფსონებს, მივიღე ანაც დად და მაინც ვინ ვარ მე? ჩემს თავსაც ვუკმიე... სად აღარ ვიარე! ვის აღარ ვუყვირე და ახლა ვინა ვარ? და მაინც, ვინ ვარ მე? გამწირა, ვინ, არა, გავწირე ვინ არ, მე... გგონიათ არ ვკითხე?- ჩემს თავსაც დავუსვი! ათასჯერ დავკითხე!- ამდენჯერ ჩავუშვი და არ მაქვს, ოხ, ერთობ... პასუხი, კითხვაზე- ვინ ვარ მე? ო, ღმერთო, ვინ ვარ მე... ვინ ვარ მე... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი