***
დღეს ამ ზაფხულის ბოლო დღეა და
უკვე ავკეცე,
(არა და არ სურს!)-
სამი მხურვალედ ცხელი დეკადა
და ჩავაბარე უახლეს წარსულს!
და ეს იმედიც, ო, ისე ციდა,
ალბათ, იმატებს!-
(იგიც და შვებაც!)
და ველოდები ნაცრისფერ ციდან-
თაფლისფერ ქარვის ჯარის დაშვებას!
და დღეს ამ თავხედს, უმიწოდ წასულს!-
ისევ, დარჩენა, სურდა, ეკადრა,
მაინც ჩაბარდა უბიწოდ წარსულს-
სამი მხურვალედ ცხელი დეკადა!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი