არითმია


დიაგნოზი-
უტიფარი არითმია!
მე ხსნას ვეძებ, ძველებურად, ისევ, ხსნაში.
არითმიამ, ვფიქრობ, სმენაც ჩაითრია-
არაფერი აღარ მესმის თოვლის ხმაში!

მგონი, ისევ, ისევ შენზე ფიქრებს მისევ!
არ გაგცემენ, არაფერსაც არ იტყვიან...
და ეს გულიც არასწორად ფეთქავს, ისევ!
არითმია!
არითმია! 
არითმია!

შენს მისაღებს, ხაკისფერი, შვენის, ფარდა...
საფეხურებს მეათასედ ავითვლი და
არაფერი აღარ მინდა- შენის გარდა!
      (ალბათ, ბოლოს მომიღებს ეს არითმია...)

კარს მიღებ და ვბოდავ, როგორც მთვარეული...
      რა რითმია... ო, წყეულო, რა რითმია...-
ოხ, ეს რაღაც, ისევ ფეთქავს არეული!
არითმია! 
არითმია! 
არითმია!

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი