არეული


ამინდი მშრალია,
ჰგავს, თითქოს, ტენიანს...
ცხოვრება შარია-
ვტენი და მტენიან!

სიკეთის ნაყოფი 
დამეცა, ვით ბნედა!
ნერვები არ ჰყოფნის
და მაინც მითმენს და

ვიცვლები წამებში.
(და მხიბლავს მგონი ეს...)
აზრებიც წავლენ შინ,
მტოვებენ- გონიერს

და ვუთმენ ნაწვიმარს,
მივირთმევ კანაპეს!
თეთრები- ნაცვამ არს
და ვჩეხავ კანაფებს,

მე,- ისევ მწეველი.
ვებრძვი ამ დერვიშებს
და ვყეფ ვით მწევარი,
რომელიც ვერ იშვებს.

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი