გაპარვა
კაი რამეა- კაი ტაროსი! მომბეზრდა სახლში... და სულ მძინარეს- როგორც ამ წიგნებს, წაბლის თაროსი... ვფიქრობ, უჩუმრად, წასვლას- მდინარეს... ჭკუა მიშლიდა, თუ გუმანები და უკვე ვებრძვი, ვებრძვი, მე, ტალღებს! უკან ვბრუნდები ,,ნაგულავები" და ვხედავ დედას, რომ ეძებს თალხებს. ეს დაბროწილი ლოყა თუ მამხელს... თუმცა, შინ ვარ და უკვე რა მიშავს! ხო, დედა ისე იქავებს ცალ ხელს, თითქოს, საცაა უნდა დამიშვას... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი