* * *
ქუჩას მივუყვები, არხეინი,
მოდი, დღეს არა- ზეგ...
ან ხვალ მოვალ!
მერე, რომ გიყვარვარ, რა ხეირი?!-
ჩემგან არაფერი არ გამოვა!
ისევ ავიჩეხე კარტებივით,
მარტომ დავიგეგმე საღამო, ხვალ...
შენ კი, ალბათ, მარტის კატებივით-
სახლიდან გახვალ და აღარ მოხვალ
და მე გავუყვები... არხეინი...
უკვე მეათასე საღამო... ვაჰ!-
მერე, რომ გიყვარვარ, რა ხეირი...
ჩემგან არაფერი არ გამოვა.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი