ავად ვარ ისევ...
ავად ვარ ისევ, ექიმი, უტყვი,- თავის დუმილით კლდესაც მოშლის და ოხ, მეც ვგიჟდები, როგორც პირ-უტყვი, რომელსაც ზუსტად ახლა მოშივდა! მე ვიტანჯები, ძლიერ, ცხელებით... მამშვიდებს სახე, შენი, ვარ იმით... მზრუნველი დედის თბილი ხელებით, კვერზე დასმული- მოზრდილ ჯვარივით... ზუსტად ახლაა ღამის ორი და წყევლით დავწვდები წამალს... და ნებით... ისევ ის ლანდი მოჰქრის შორიდან... აღარ მოვრჩი და აღარც დავნებდი! და სახეს იცვლის, იცვლის წამებში! ან, ამ ჩემს შიშებს რაღად ვამისებ?! მალე ექთნებიც, ალბათ, წავლენ შინ... მე კი ავად ვარ, ავად ვარ ისევ... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი