ფოთლები- საფლავზე
...ფოთლები, ფოთლები... ფოთლები...
ყვითელი ფოთლების არმია!
საფლავზე სანთლები... ბოთლები...-
არ მიაქვთ, არავის არ მიაქვს...
ვინ იცის, სურდათ კი, სად ფლავდნენ...
ხომ ვეღარ იღებდნენ, აკი, ხმას...
ერთ დროს უპატრონო საფლავებს-
ახლა ფოთლის ჯარი აკითხავს!
მიდიან, მიდიან შორს, წლები...
თავს ესხმის საფლავებს, ქარია,-
ფოთლების, ფოთლების, ფოთლების,
ყვითელი ფოთლების არმია!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი