პატარა გოგო ფეხით სრესს მტევნებს...
პატარა გოგო ფეხით სრესს მტევნებს, ნაზ სახეს ცხელი, უკმევს, ალმური! უწვრილეს მაჯებს, უწვრილეს მტევნებს, წიპწების, იკლებს, ისრით, ამური. შორს, სადღაც, ვიღაც იწყენს ვინილით- ფირფიტებს ამსხვრევს, იგი, მიწაზე... ვის გამო, ანდა რისთვის, ვინ იცის,- პატარა გოგო იღიმის ასე... იქნებ, იბრალებს, წერილის დასტა... იქნებ უღიმის მარცვლებს, ან მწევრებს... სულ სტვენით ჰყვება მომღერალ დასს და ნამცეცა ფეხით სრესს სავსე მტევნებს. თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი