ფიქრი- ბრძოლა...
,,ფიქრმა რა უნდა მიყოს?!
ფიქრმა როგორ დამჩაგროს?!"-
კითხვა, მასის არ იყოს,
მეც ისევე ჩამრჩა გონს!
ვკითხავ,- აზრის ლანდია,
რამეს იტყვის უპრიანს!
აზრი სიაფანდია,-
თავი ფიქრებს უპყრიათ!
ბრუნავს გონის წისქვილი
და ,,სიმინდებს" აჭრის თავს!
ზეცის- ხან მიწის შვილი,
ცელებს ცამდე აჭიმავს!-
ასე ბრძოლობს, მაჟორობს,
ალბათ, მას სურს- დამიპყროს!
,,ფიქრმა როგორ გაჯობოს?!
ფიქრმა რა უნდა გიყოს..."
და ნებდება გონება!
არ ვნებდები- მაინც ვწერ-
მაინც დამემონება!
და რაც ძალას მანიჭებს-
ფიქრი მართმევს იმ მაჯას.
ფიქრი თვალებს მიღამებს!
ხედავ?- უკვე იმარჯვა!
როგორ გადავიღალე...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
🥰🥰🥰🥰👏🏼👏🏼
❤❤❤