კოცონთან
ღრუბელი მზეს ზღვაში
ჩაიტანს და მოვა!-
ვჩურჩულებ- ,,იწვიმოს..."
მე მზად ვარ გკოცნო, თან
ღიმილით ვუყურებ
ჩაის და სამოვარს
და შავ-თეთრ ფარდაგს ვშლით,
მე და შენ, კოცონთან.
შორს, ბავშვი, თვალს ვერ გწყვეტს,-
ჩემს ძვირფას კორიფეს
და პეპლებს საჭერით
ხან ვერ და ხან იჭერს...
მერე, შენ იხრები
და მიკრავ კოლიეს,
მე სახლში შევზიდავ
ხავერდა ხალიჩებს-
საცაა იწვიმებს.
-იწვიმებს საცაა...
ღიმილით გავყურებ
ჩაის და სამოვარს...
როგორ მსურს იწვიმოს!-
წვიმაა რაცაა!
ვჩურჩულებ- ,,მზეს ზღვაში
ჩაიტანს და მოვა..."
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი