* * *
მოელანდა?
იქნებ, ესმა!
როგორც გამზადებულს- ყულფში,
მაშინ,
სანუკვარი, ეს ხმა-
ისევ ჩასჩურჩულებს ყურში!
ჟრჟოლვამ დაუარა ტანში!
წამით, უნებლიედ შედგა...
შენ ხარ?-
შეეპარა ხმაში...-
შეცდა.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი