* * *
ვიხსენი სიცოცხლე ჩაგვრისგან,
თეთრი შევურიე თალხში...
ნერვებს გიშლი და ჩავრბივარ
კიბეზე-
ვერევი ხალხში.
გიყურებ(თ), სართული- შვიდიდან,
თუ როგორ ეშვები არხში...
მეც იქვე ვდგავარ, წინ, მშვიდი და
ხალხი მენატრება ხალხში!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი