ნეტავ, იცოდეთ...


როცა იქ, მთებში, ჩამოწვა ნისლი
და გადაბურა ნეტარნიც, ოდეს-
ქოხი, ნაგები, ყავრით და ისლით,
ოხ, თმენდა რამდენს, ნეტავ, იცოდეთ,

რომ არ ინათა... ვეღარ დაშალა
ანდამატივით მიზიდულები!
გადაიქანცნენ... ვნება დაშრა და
გაუწყლოებით მისდით გულები...

ისე ატყვია ყარყატ ბროლის ყელს-
დაუოკებელ ხელთა თმენები,
ვით გადახვევა, ალბათ, ბრძოლის წესს!
     და ყრია, ყრია ხელთათმანები,

ისე ამაყად, ვით ალიონზე,
თავაშვერილი ღიღილოები!
და მოფანტული ვიოლინოზე-
ჩაფრასტები და ღილ-კილოები,

ისე ბრწყინავენ თავის სიტურფით,
როგორც ცის ცვარი- მწვანე ბალახზე!
ამ წულის ფარდებს ქარი სით უქრით...
კედელს ალეწებს ჭილის კალათებს

და ფხიზლდებიან- ხან არა, ხან კი,
მაგრამ არ ცხრება შეშლილი, გარეთ,
თითქოს ფერებით იხადა ხარკი 
და უნებლიედ სწვდება სიგარეტს!

...და აღარ... აღარ გაქრა ეს ნისლი!
ვერც ქარი ებრძვის იქ, შიგნით, ნეტართ...
და ქოხიც ორით, ყავრით და ისლით-
ოხ, რამდენს ითმენს, იცოდეთ, ნეტავ...

თამთა მუმლაძე  ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი