გემშვიდობები


უიმედობა, შიგადაშიგ, ერთი- ორია...
თუმცა, ამჯერად, თავი ხელში ვერ ავიყვანე!
შენ ისევ გდევდა ძველებური ეიფორია,
მე- დავიღალე!

ღალატის შემდეგ, როგორ მძაგდა... და ცოდვიანსაც-
ყელამდე ჰქონდა და მოჰბეზრდა, ჩემს გარდა- ქარსაც,
შენ აღარ გღლიდა უსასრულო რაფსოდია და 
მე- გადამქანცა!

და ყველაფერი, აწ განვლილი, ო, ისე ყარდა,
ვით მიტოვებულ, შლამით სავსე გემში- ობები!
ყველაფერს ვბოჭავ- უბედური დღეების გარდა-
გემშვიდობები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი