ჩვენ, ორივენი...


ჩვენ, ორივენი, ვგავდით ნაომარს!
და ყველაფერი იყო აბსურდი... 
შენ ივიწყებდი ჩემთან ნაუბარს,
ყველას-ყველა... და მე შენ არ მსურდი.

ფერფლი, რაც დარჩა, ახლა მიაქვს ქარს...
ერთმანეთს დუმილს უკვე ვაცდით და
ვით ბავშვობაში ნამცხვარს მინანქარს-
პირიდან სიტყვებს ისე მაცლი ხან

და უღიმღამოდ ვეგლებით აღმართს,
როგორც მოხუცი ბარძიმს და ოლარს!

  ჩვენს შორის უფრო ვგავდი უკუღმართს
  და ორივენი ვგავდით ნაომარს...

თამთა მუმლაძე  ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი