დღე- პირველი
იმდენი ჩანთაა, იმდენი მაგიდა,
იმდენი
მელანი
და ფრთა! 🎶
ათასი, ათასი, ქათქათა შარფი და
ათასი
ფერადი
ბაფთა! 🎶
სკოლის კარს აკრულნი, პატარა მერცხლები,
ჟივილი,
ხივილი,
ზართან, 🎶
იმდენი, იმდენი, შრიალა ვერხვები-
ფრიალა
კაბების
ჯართან! 🎶
ათასი კოცნა და ათასი ალერსი,
ფრთხიალა
გულების
მალვა! 🎶
პატარა ფეხების- პირველი თარეში,
პირველი
დერეფნის
გავლა! 🎶
წკრიალი პირიალა, კრიალა ზარების!
ღიმილი
სულ ყველას
ბედად! 🎶
თაიგულს აწვდიან, ხმაში ჯერ ბზარებით-
აწ უკვე
სახლსგარე
დედას! 🎶
ახალი წიგნები, ფერადი ანბანი,
ახალი
ნაბიჯის
ადგმა! 🎶
ლექსები! სიმღერა! სიმღერა და ბანი-
პირველი
სასცენო
დადგმა! 🎶
იმდენი ჩანთაა... იმდენი მაგიდა...
იმდენი
ფერადი
ბაფთა... 🎶
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი